ზელენსკი დასავლელი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს

12 ოქტომბერი 2022, 10:45 414 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე  პასუხისმგებლობის  დაკისრების  ახალი ტალღა უნდა დაიწყოს,  დაწესდეს ახალი სანქციები და  გაძლიერდეს პოლიტიკური ზეწოლა.

ზელენსკიმ სამშაბათს  დიდი შვიდეულის  ლიდერებს მიმართა და საჰაერო  თავდაცვის სისტემების  მიწოდება სთხოვა. თავის მხრივ დასავლელმა პარტნიორებმა  კიევის  სამხედრო მხარდაჭერის  პირობა დადეს, რუსეთი კი ბირთვულ მუქარასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააფრთხილეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში  ომის ფრონტზე წარუმატებლობების  შემდეგ ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს და, რომ მოკავშირეები ასევე აძლიერებენ მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას  ბალტიის ზღვის გაზსადენებზე ბოლო თავდასხმების შემდეგ.

რუსული სარაკეტო თავდასხმები  გაგრძელდა უკრაინის ქალაქებზე, თუმცა  ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე ორშაბათს იყო, როდესაც ათობით იერიშის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.  „როცა უკრაინა მიიღებს საკმარისი რაოდენობით თანამედროვე და ეფექტურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რუსეთის ტერორის მთავარი ელემენტი, სარაკეტო დარტყმები შეწყვეტს მუშაობას“, - განაცხადა ზელენსკიმ ვირტუალურ შეხვედრაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა  კიდევ ერთხელ გამორიცხა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში