აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებას პასუხობს

12 ოქტომბერი 2022, 10:52 460 ნახვა

ვაშინგტონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ  მოსკოვი უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით დასავლეთთან ღიაა მოლაპარაკებებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ლავროვის განცხადებას  არ მიიჩნევს კონსტრუქციულ, ლეგიტიმურ შეთავაზებად დიალოგის დასაწყებად.   

პრაისმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი სერიოზულად საუბრობს მოლაპარაკებებზე, მაშინ მისი  პირველი ნაბიჯი უკრაინაზე  სასტიკი თავდასხმების შეწყვეტა უნდა იყოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უარს არ იტყვის ინდონეზიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის ფარგლებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრაზე და შეთავაზების მიღების შემთხვევაში განიხილავს მას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში