საკონსტიტუციო სარჩელი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე

12 ოქტომბერი 2022, 14:20 617 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ  ვახტანგ მიმინოშვილის, ინვერი ჩოკორაიასა და ჯემალი მარკოზიას სარჩელის არსებითად განხილვა დაიწყო.  სადავოდ გამხდარი ნორმა 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს კრძალავს. მოსარჩელეთა განმარტებით,  არსებული  შეზღუდვის გამო, ისინი ვეღარ ახერხებენ იმ მდედრი მსხვილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტს, რომელთა მასაც არ აღემატება 110 კგ-ს, რის გამოც ფინანსურად  ზარალდებიან.

ამასთანავე, ამბობენ, რომ საქართველოს ბაზარი  ისეთი მომგებიანი არ არის,  როგორც უცხოეთში ექსპორტი.  

სარჩელის ავტორები აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული რეგულაციით  საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებაში ჩარევა ხდება.  

მოპასუხე მხარეები საქართველოს პარლამენტი, სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და   სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

განმარტებებს მოპასუხე მხარე საქმის  განხილვის შემდეგ გააკეთებს.  საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში