რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ - უკრაინული მედია

13 ოქტომბერი 2022, 11:24 408 ნახვა

რუსი ოკუპანტების მიერ, მიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 11 წლის ბავშვის ამოყვანა შეძლეს, კიდევ შვიდ ადამიანს ეძებენ- ინფორმაციას უკრაინული მედია ​მიკოლაევის სამხედრო - საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიმის განცხადებით, რუსეთის ძალებმა „ეს-300“-დან სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს. 

"ცნობილია, რომ დაბომბილია არაერთი სამოქალაქო ობიექტი. კერძოდ, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. შედეგად, ზედა ორი სართული სრულად დაინგრა, დანარჩენი - ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. დაშავებულია ორი ადამიანი, დაჭრილებს შორის 11 წლის ბიჭია, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს“- აცხადებს ვიტალი კიმი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში