ასტანაში აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის სამიტი დაიწყო

13 ოქტომბერი 2022, 11:09 438 ნახვა

ასტანაში აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის სამიტი დაიწყო, რომელსაც რეგიონის ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. სამიტზე დასასწრებად ასტანაში გუშინ ჩაფრინდა რუსეთის ლიდერი. შეხვედრა  გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს.

აზიის ქვეყნები მთავარ როლს ასრულებენ იმაში, რომ მსოფლიო ჭეშმარიტად მრავალპოლარული გახდეს - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასტანის სამიტის ფარგლებში პუტინი ორმხრივ და სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

დაგეგმილია თურქეთის პრეზიდენტ და კატარის ემირთან შეხვედრები. განსახილველ საკითხებს შორის უკრაინაში რუსეთის ომიც იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში