დელფინების შოუ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის

13 ოქტომბერი 2022, 11:32 765 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ბათუმის დელფინარიუმში უფასო გასართობი პროგრამა გაიმართა.

ბაღების გაერთიანება და ქალაქის მერია წელიწადში ორჯერ სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, სადაც პატარებს მშობლებთან ერთად საშუალება ეძლევათ დელფინების შოუ იხილონ.

გუშინდელ პროგრამას საბავშვო ბაღების აღსაზრდელებთან ერთად ბათუმის მერიც დაესწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში