ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი - პრემიერი

13 ოქტომბერი 2022, 15:05 445 ნახვა

ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში