ასტანაში ერდოღან-პუტინის შეხვედრა გაიმართა

13 ოქტომბერი 2022, 18:22 3834 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის გავლით მეტი რუსული გაზის გადაზიდვის გეგმა შესთავაზა. ყაზახეთში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თურქეთმა ევროკავშირს გაზის მიწოდების ყველაზე საიმედო მარშრუტი შესთავაზა.  რუსეთი ცდილობს მიწოდების გადამისამართებას ბალტიისპირეთის გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადიდან , რომელიც დაზიანდა გასულ თვეში საბოტაჟების შედეგად და ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერმა ენერგოუსაფრთხოებაზე, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტსა და უკრაინის ომზე ისაუბრეს. ანკარა კვლავ მზადაა შეასრულოს თავისი წვლილი უკრაინაში ომის მშვიდობიანად მოგვარებაში-აღნიშნა ერდოღანმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში