სიტყვებით ძნელია, გამოხატო უმძიმესი ემოციები, ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს - ირაკლი კობახიძე

13 ოქტომბერი 2022, 18:51 1332 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას და აცხადებს, რომ „ძნელია სიტყვებით გამოხატო უმძიმესი ემოციები“ .

„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები, ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს. ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში