ყველა შეგვძრა ტრაგედიამ, რომელიც ვაკის პარკში დატრიალდა, გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია- შალვა პაპუაშვილი

13 ოქტომბერი 2022, 19:37 488 ნახვა

ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა, თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს“, – განაცხადა პაპაუშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში