საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14 ოქტომბერი 2022, 10:02 673 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

გადმოცემის მიხედვით, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში მირიანის და ნანას მეფობისას კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყდა. V სა­უ­კუ­ნის მე-2 ნა­ხე­ვარ­ში, წმი­და ნი­ნოს რჩე­ვით აშე­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ხის ეკ­ლე­სი­ის დან­გრე­ვის შემ­დეგ, წმინ­და მე­ფემ ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ტა­ძა­რი ააგო, XI სუ­კუ­ნე­ში კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბა­ზი­ლი­კის ად­გილ­ზე ქარ­თლის კა­თო­ლი­კოს­მა მელ­ქი­სე­დეკ­მა ახა­ლი ტა­ძა­რი - სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, რომ­ლის ხუ­როთ­მო­ძღვა­რიც არ­სუ­კი­ძე იყო.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი, ქრისტეს ყველა მოციქულს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში