დსთ-ის სამიტი

14 ოქტომბერი 2022, 13:56 904 ნახვა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დსთ-ის სამიტი მიმდინარეობს. სამიტში მონაწილეობენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერები.

რუსეთის პრეზიდენტმა, კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში შეხვედრისთვის მიიწვია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სწორედ სამიტზე განაცხადა.

გარდა ამისა, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში