რუსეთი ბელგოროდის ოლქში საბრძოლო საცავის აფეთქებაში უკრაინას ადანაშუალებს

14 ოქტომბერი 2022, 13:54 529 ნახვა

რუსეთში ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.  რუსეთი მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს, უკრაინა კი ტერიტორიაზე თავდასხმას არ ადასტურებს.

გარდა ამისა, რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რაკეტები ჩამოაგდო ბელგოროდის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. მათი თქმით,  შემთხვევის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცები ხაზები. 

საცავის აფეთქების შედეგად წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან რუსეთის გვარდიის წარმომადგენლებიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში