უკრაინის თემაზე მიღებულ PACE-ს რეზოლუციაში სააკაშვილის გვარი მოხვდა

14 ოქტომბერი 2022, 18:25 659 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმაურება, რომლითაც მოითხოვენ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვასა და მათ გათავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეზოლუციაში მისი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა,  სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ მას ეს არ ახარებს-  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში