"ბათუმი" საქართველოს ქვიშის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედალის მფლობელია

14 ოქტომბერი 2022, 19:18 822 ნახვა

ფრენბურთის კლუბი "ბათუმი" კაცთა შორის საქართველოს ქვიშის ეროვნული გათამაშების  ვიცე-ჩემპიონია.

ეროვნული ჩემპიონატი კაჭრეთში გაიმართა, სადაც ფინალში "ბათუმი 3 " ალექს ზაქაიძის და  დენი ხეირაბადის შემადგენლობით  "სტუ 2"-ს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მეოთხე ადგილზე გავიდა "ბათუმი 2" მერაბ დოლიძისა და საბა აბუსერიძის წყვილით, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა "ქუთაისი -2" თან დათმო.

ეროვნული ჩემპიონატი ორ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში 20 წყვილი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ფინალურ ტურში ასპარეზობის უფლება 8 საუკეთესო წყვილმა მოიპოვა, რომელთა რიგებშიც "ბათუმის" სამივე გუნდი იყო.

ამის შემდეგ ქვიშის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ტური  ქალთა შორის 17-18 ოქტომბერს ისევ კაჭრეთში გაიმართება,  სადაც "ბათუმის" ქალთა ორივე წყვილი იასპარეზებს.

ჩემპიონობისთვის თვაური/სანაძის და დიასამიძე/ლობჟანიძის წყვილები იბრძოლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში