ვაკის პარკის ტრაგედია

14 ოქტომბერი 2022, 19:31 610 ნახვა

უკვე 2 დღეა ყველასთვის საყვარელი პარკი გლოვის ადგილი გახდა. 13 წლის გოგონას გარდაცვალებამ ქვეყანა შეძრა. პარკში შადრევანთან მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქალაქის მერი ამბობს, რომ დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს. რაც შეეხება კიდევ 2 დაშავებულ მოზარდს, ერთი უკვე ბინაზე გაწერეს, მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კი გაუმჯობესებულია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში