ყალბი ინფორმაციის გავრცელება თურქეთში დასჯადი გახდა

14 ოქტომბერი 2022, 19:35 522 ნახვა

დეზინფორმაციის წინააღმდეგ თურქეთის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ჟურნალისტებსა და სოციალური მედიის წარმომადგენლებს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ახალი კანონის ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია. კანონპროექტს აკრიტიკებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, მანამდე ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე კანონმდებელმა სიტყვით გამოსვლისას საკუთარი სმარტფონი ჩაქუჩით დაამტვრია. მისი თქმით. ახალი კანონის მიღებისას ადამიანს ტელეფონი აღარ დასჭირდება, რადგან მისი თქმით, თავისუფლება იზღუდება. კანონი გააკრიტიკეს ევროპულმა ქვეყნებმა, ვენეციის კომისიამ და მედიის თავისუფლების დამცველმა აქტივისტებმაც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში