რუსთავში შვილმა დედა დაჭრა​

15 ოქტომბერი 2022, 11:27 1071 ნახვა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ორმოც წლამდე ასაკის ქალი შვილმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 19 წლის შვილსა და დედას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

შვილის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში