საყოველთაო „ნადირობა“ ახალგაზრდა მამაკაცებზე რუსეთში

15 ოქტომბერი 2022, 10:47 512 ნახვა

რუსეთის ქალაქებში მობილიზაცია გაძლიერებული ტემპით მიმდინარეობს. რუსული გამოცემის მიხედვით, ორ რაიონში პოლიციელები სახლიდან გამოსულ ახალგაზრდებს პირდაპირ ეზოში დახვდნენ. 

სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები და პოლიციელები ახალგაზრდა მამაკაცებს ჯარში გაწვევის უწყებებს საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში ურიგებენ და ხალხს არ უშვებენ მანამ სანამ დოკუმენტს არ ჩაიბარებენ.

რეზერვისტების საძებნელად კი პოლიცია ყველა ბინის კარზე აკაკუნებს და ყველა რეზერვისტს სათითაოდ ეძებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში