NATO-ს ბირთვული შეკავების წვრთნები

15 ოქტომბერი 2022, 10:38 706 ნახვა

ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ სწავლებაში 14 ქვეყნის 60-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. ისევე როგორც წინა წელს, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული ბი-52 ბომბდამშენები.

სასწავლო ფრენები განხორციელდება ბელგიის ტერიტორიაზე, ასევე ჩრდილოეთ ზღვასა და დიდ ბრიტანეთში. წვრთნების დროს საბრძოლო სროლის ვარჯიშები არ ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში