უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელია სამშობლოში ჩამოასვენეს

15 ოქტომბერი 2022, 17:28 671 ნახვა

უკრაინაში გმირულად დაღუპული ედიშერ კვარაცხელია სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ.

ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე იყო, ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.

ქართველი მებრძოლი 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.

სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, კვარაცხელიას ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში