გარემოს დაცვის სამსახურის ბრიფინგი თბილისის მერიაში

15 ოქტომბერი 2022, 17:28 707 ნახვა

„დღევანდელი მდგომარეობით უკვე 7 ეტაპი გვაქვს გავლილი, 6 ეტაპი დამოწმებულია და მიღება-ჩაბარება გაფორმებულია, მეშვიდე აქტი, რომელიც შემოსულია, ჯერ არ არის გავლილი“ - ამის შესახებ    გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა. 

გიგა გიგაშვილის განმარტებით, ბოლო ეტაპის  გავლა სწორედ ახლა უნდა დაწყებულიყო. მან ასევე თქვა, რომ  მიღება-ჩაბარების ყველა აქტი, რომელიც წარმოდგენილია მერიაში, არის ექსპერტიზა გავლილი შესაბამისი აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ტექნიკური ზედამხედველობა გაწეული აქვს ლაბორატორიის მიერ და ეს  ყველა დოკუმენტაცია არსებობს.

კითხვაზე, რატომ შეასრულა სამუშაოები კომპანიამ, რომელიც „შავ სიაში“ იყო მოხვედრილი, მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ესეც შესაბამისი კანონმდებლობით იყო მოწესრიგებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში