ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

15 ოქტომბერი 2022, 17:29 3983 ნახვა

13 წლის მარიტა მეფარიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. გარდაცვლილი მოზარდი ვაკის სამების ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, შემდეგ კი ცხედარი „მზიურის“ კორტებზე გადაასვენეს.

ოჯახს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან.

პანაშვიდზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ორი დღის წინ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი ბავშვის, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში