პუტინის ომის 235 დღეა

16 ოქტომბერი 2022, 11:21 622 ნახვა

უკრაინაში ომის 235-ე დღეა. ოკუპანტი რუსეთი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებს. ნადგურდება საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ზაპოროჟიეს ოლქში, პოხოვკის რაიონში გვიან ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაინგრა 2 სკოლა.

ნიკოპოლის მიმართულებით გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპანტმა 40-ზე მეტი რაკეტა ისროლა, გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში