ქართველმა ალპინისტებმა ალპინიზმის ოსკარი მოიპოვეს

16 ოქტომბერი 2022, 17:42 721 ნახვა

უმაღლესი ჯილდო ალპინიზმში, რომელსაც ალპინიზმის ოსკარს უწოდებენ ქართველმა ალპინისტებმა მოიპოვეს.

მსოფლიო "ოქროს წერაყინის" პრიზი გადაეცათ არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს. მათ პაკისტანში, აქამდე დაულაშქრავი მწვერვალი ზღვის დონიდან 7300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სარა გრარი დაიპყრეს. მათ მწვერვალის დასალაშქრად სექტემბერი აირჩიეს, რაც ჩვეულებრივზე უფრო გვიანი პერიოდია - დღე შედარებით მოკლეა, ცივა და ხშირია ქვათაცვენა.

უმაღლესი სირთულის მარშრუტის განხორციელებისთვის ალპინისტებს საფრანგეთში დააჯილდოვებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში