ლუქსემბურგში ევროკავშირის მთავარი დიპლომატები იკრიბებიან

17 ოქტომბერი 2022, 10:13 373 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში იკრიბებიან. დიპლომატების მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ პროგრამას.

წინასწარი ცნობებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომზადებას 15 000-მდე უკრაინელი სამხედრო გაივლის.

პროგრამა  სავარაუდოდ ნოემბრიდან ამოქმედდება.

საგარეო საქმეთა მინისტრები ამავე შეხვედრაზე გეგმავენ დაამტკიცონ სამოქალაქო მისია, რომლის წევრებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უნდა გააგზავნონ

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში