ევროკავშირმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს მოცულობის ტრანშის გამოყოფა ოფიციალურად დაამტკიცა

17 ოქტომბერი 2022, 16:45 490 ნახვა

ევროკავშირის საბჭომ დღეს ევროპული სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და მედეგობის მხარდასაჭერად, უკრაინისთვის დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

500 მილიონი ევროს ღირებულების მეექვსე ტრანში ევროპული სამშვიდობო ფონდში ევროკავშირის მთლიან წვლილს 3.1 მილიარდ ევრომდე გაზრდის. დახმარების ზომები მოიცავს 490 მილიონ ევროს სამხედრო აღჭურვილობისთვის, ასევე 10 მილიონი ევრო განკუთვნილია აღჭურვილობისა და მარაგებისთვის, როგორიცაა პირადი დამცავი აღჭურვილობა, პირველადი დახმარების ნაკრები და საწვავი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირის საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური მისიის - "EUMAM Ukraine" - შექმნის შესახებ.

"უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნის საპასუხოდ, "EUMAM Ukraine" გაუწევს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს და განახორციელებს წევრი ქვეყნების აქტივობების კოორდინაციას და სინქრონიზაციას, რომელიც რომლებიც ხელს შეუწყობენ წვრთნების ჩატარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მისიის მეთაური კი ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის სამხედრო დაგეგმვისა და წარმართვის ძალების დირექტორი, ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი იქნება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში