კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებელი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

17 ოქტომბერი 2022, 21:01 1154 ნახვა

კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში რუსული „სუ 34“-ის ტიპის ზებგერითი ავიაგამანადგურებელი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ორი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი ასევე გაუჩნდა საავიაციო საწვავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს. უწყების განცხადების თანახმად, თვითმფრინავი სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ასრულებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მფრინავებმა კატაპულტირება მოახერხეს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში