ტრაგედია ვაკის პარკში - გამოკითხვის პროცესი

18 ოქტომბერი 2022, 11:07 505 ნახვა

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში  გუშინ საღამოს კომპანია "ელემსის" ხელმძღვანელი პირები გამოიკითხნენ. სწორედ ამ კომპანიამ მოამზადა შადრევნის პროექტი, რომელიც შემდეგ "გრინ სერვის პლიუსმა" განახორციელა.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებას გადასცეს სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელშიც ყველა უსაფრთხოების სტანდარტი უმაღლეს დონეზე იყო დაცული. 

შეგახსენებთ, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს შადრევანში სამი ბავშვი ჩავიდა და მათ დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაიღუპა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება  მუხლით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში