ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

18 ოქტომბერი 2022, 16:12 411 ნახვა

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ადასტურებს, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმებს. 

რეზოლუცია გმობს, როგორც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ მიმართულ ავიაიერიშებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში