„საქართველოს ციხე-სიმაგრეები ახალი შინაარსის მოლოდინში“

18 ოქტომბერი 2022, 18:34 631 ნახვა

„საქართველოს ციხე სიმაგრეები  ახალი  შინაარსის მოლოდინში“- ამ სახელწოდებით პარლამენტში ფოტო-გამოფენა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პარლამენტის კულტურის კომიტეტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის  მხარდაჭერით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის - ციხე სიმაგრეების, კოშკების, გალავნების და ციხე-დარბაზების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა და ამ მემკვიდრეობის ახალი ფუნქციითა და შინაარსით დატვირთვის პერსპექტივების განხილვა.  თემატური მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში