ბათუმის ბულვარში მკვლელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

19 ოქტომბერი 2022, 14:59 1562 ნახვა

4 ადამიანია დაკავებული ბათუმის ბულვარში შეირაღებული დაპირისპირების ფაქტზე. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.  ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბულვარში კვების ობიექტში მყოფს მანქანიდან ესროლეს, ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 2 მოქალაქე.

თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება ან კამათი არ უძღვოდა. გაიგეს მხოლოდ სროლის ხმა და დაინახეს კაცი, რომელიც რესტორანში კონკრეტული მიმართულებით ისროდა და შემდეგ მანქანით მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, ერთი განზრახ მკვლელობას, მეორე კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში