ევაკუაცია ხერსონში

19 ოქტომბერი 2022, 17:40 628 ნახვა

ანექსირებულ ხერსონის რეგიონში სამოქალაქო პირებს რეგიონში შესვლა შვიდი დღით ეკრძალებათ- ამის შესახებ რეგიონის პრორუსმა ხელმძღვანელმა განაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ  მიიღეს, რაც სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ხერსონისთვის სასტიკი ბრძოლა უახლოეს მომავალში დაიწყება. უკრაინული ძალების კონტრშეტევის  საფრთხის გამო, რუსეთმა  ოკუპირებული რეგიონებიდან მშვიდობიანი  მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ხერსონში რუსეთის მარიონეტული ხელისუფლება  60 ათასამდე ადამიანის ევაკუაციას მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროსა და რუსეთის რეგიონებში გეგმავს. რუსული მედიის თანახმად,  ევაკუაციას დაახლოებით ექვსი დღე დასჭირდება. ხერსონის ოლქი რუსეთმა ფსევდო -რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა.  კრემლში ამბობენ, რომ ანექსირებულ ტერიტორიებს ყველა არსებული საშუალებით დაიცავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში