ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია და შეფასებები

19 ოქტომბერი 2022, 19:38 791 ნახვა

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამართულ პირველ მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს ჩატარდა, თბილისის მერმა გასცა განკარგულება, შემოწმდეს ყველა ის პროექტი, რომლის ინსპექტირებაც კომპანია "მშენ-ექსპერტმა" შეასრულა. ეს არის კომპანია, რომელმაც მოამზადა ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირების დოკუმენტი, რომელიც 29 აგვისტოთია დათარიღებული. ამ ანგარიშის მიღების შემდეგ თბილისის მერიამ "გრინსერვის+-ის" მიერ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. გამოძიება "გრინსერვის+-ს" და "მშენ-ექსპერტს" დოკუმენტაციის შეთანხმებულად გაყალბებას ედავება.13 ოქტომბრის საქმეზე სულ 9 ადამიანია დაკავებული, მათი  ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილისთვის კი დაკავება მოულოდნელი იყო. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია  იყო  გულგრილობა თუ სისტემური პრობლემა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში