ვლადიმერ პუტინის განკარგულება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა - სახელმწიფო დეპარტამენტი

20 ოქტომბერი 2022, 10:28 458 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა.

„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს და ამ ოლქებში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში არ არის საჭირო და უკრაინაში ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ძალით დაპყრობას. რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს ქაღალდზე დადგენილებით თუ სხვაგვარად რამეს დაწესებას, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა“, – განაცხადა პატელმა.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონში - ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში