ე.წ იაფი სახლის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების მესამე ეტაპი დაიწყო

20 ოქტომბერი 2022, 11:02 16795 ნახვა

,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის“, ე.წ იაფი სახლის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების მესამე ეტაპი დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, პროგრამა გულისხმობს იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინების გადაცემას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ოჯახებისთვის, 15 წლის განმავლობაში, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვისა და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.

აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მერიის სერვისცენტრებში, ან მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.batumi.ge

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში