რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

20 ოქტომბერი 2022, 10:58 482 ნახვა

რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.  მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ და დრონების გადაცემა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იმის გამო, რომ ირანი ისევ ცრუობს და უარყოფს რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას, აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმუშაოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა აღკვეთოს საშიში შეიარაღების რუსეთისთვის გადაცემა და უყოყმანოდ გამოიყენებს სანქციებს და სხვა საშუალებებს ყველას მიმართ, ვისაც კავშირი აქვს იარაღის გადაცემასთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, აშშ გააგრძელებს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის უპრეცედენტო დახმარებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით.

რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გამო ირანს სანქციებს დაუწესებს ევროკავშირიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში