ბოლო სამ თვეში 103 ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო

20 ოქტომბერი 2022, 11:20 663 ნახვა

180 შემოწმებული სამშენებლო ობიექტი ბოლო 3 თვის განმავლობაში. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით 103 - ობიექტზე სამშენებლო საქმის   წარმოება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ნაწილმა მითითების პირობები შეასრულა, 39 ობიექტზე კი პროცესი გრძელდება.  

წელს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი 411 ობიექტზე გამოვლინდა, მათ შორის   233  შემთხვევაში  უსაფრთხოების წესები იყო დარღვეული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში