ქართველი ფალავნების წარმატება

20 ოქტომბერი 2022, 10:03 418 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა დიეგო ჩხიკვაძემ და ბექა გურულმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 67 კგ.წონით კატეგორიაში აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელმა დიეგო ჩხიკვაძემ კოლუმბიელი ხულიან ასევედო 3:1 დაამარცხა, 82 კგ.ში კი გურულმა თურქ ალი ჰანჩს 9:0 მოუგო. მსოფლიო პირველობაზე 63 კგ.ში ვერცხლის მედალი გიორგი შოთაძემ მოიპოვა, ხოლო 55 კგ.ში გიორგი თოხაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 101 ქულით გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ირანის ნაკრებს ჩამორჩა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში