ირანში, გარდაიცვალა 15 წლის გოგო, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ - "BBC"

20 ოქტომბერი 2022, 14:01 514 ნახვა

ჩრდილო-დასავლეთ ირანში, გარდაიცვალა 15 წლის მოსწავლე, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები სკოლის დარბევის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "BBC" მასწავლებელთა კავშირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს და სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ირანის სულიერი ლიდერის, სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადა.

"BBC"-ს ინფორმაციით, ღონისძიების დაწყებისას, რამდენიმე მოსწავლემ  მთავრობის წინააღმდეგ სკანდირება დაიწყო, რის შემდეგაც, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაცვის თანამშრომლებმა გოგოებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. 

ერთ-ერთი ნაცემი, 15 წლის გოგო სახელად ასრა მოგვიანებით გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მას გულის პრობლემები ჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში