აჭარული ტრადიციული კერძები ერთ წიგნად

20 ოქტომბერი 2022, 20:24 1634 ნახვა

ყაისაფა, ფხალ-ლობიო, დედლური, მაჯუნი, ლუყუ -დუდეი და თერმონი- ზოგისთვის ნაცნობი და ბევრისთვისაც უცნობი კერძებია. ქობულეთმა კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლა, სადაც ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის კულინარიული სივრცეები იყო მოწყობილი, სტუმრებს კი ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.

ღონისძიებაზე „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის წარმდგენმა ლელა გოგუაძემ ზუსტად ის მრავალფეროვნება ასახა, რომლითაც აჭარა თავს იწონებს.ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აჭარას ამოუწურავი, საინტერესო და დიდი პოტენციალი აქვს გასტროტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში