ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

21 ოქტომბერი 2022, 10:01 752 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დააკმაყოფილა.

ადვოკატები ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში