რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს - არიან დაშვებულები

21 ოქტომბერი 2022, 10:18 634 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმას ნგრევა მოჰყვა. მისივე განცხადებით, დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიბომბა ზაპოროჟიე - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარები განაგრძობენ რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დარტყმებს ელექტროსადგურებზე, უკრაინის ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაღებად.

ზელენსკის განცხადებით, რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს და ახლა მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს ძლიერად და სწრაფად, კიდევ ერთი რუსული ტერაქტის თავიდან ასაცილებლად, რადგან კაშხლის ნგრევა მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში