აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმის სპორტის სასახლეში ვეტერანთა შორის სწრაფ ჭადრაკში”ბათუმის თასი” გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ვაჟთა და ქალთა შორის.
ვაჟთა შორის ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით 9 ტურად, ხოლო ქალთა შორის 5 ტურად.
გამარჯვებულს და საპრიზო ადგილზე გასულებს გადაეცათ მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები, ჩემპიონები ასევე დაჯილდოვდნენ თასებით.