ბასილაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

21 ოქტომბერი 2022, 11:14 549 ნახვა

დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ - რეზონანსულ საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს. საქართველოს პირველი ჩოგანი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაშია ბრალდებული.

გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა, აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა. გუშინ იყო პირველი სასამართლო პროცესი, რომელსაც დაზარალებული ნელი დოროყაშვილი არ დასწრებია.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში