გალიფ ოზთურქის საქმე - მოწმეების დაკითხვა

21 ოქტომბერი 2022, 14:38 737 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება. დღეს ბრალდების მოწმეების გამოკითხვა დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლების განცხადებით, გამოძიება ოზთურქის საქმეზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ეკონომიკური დანაშაულის შესახებ დაიწყო.

ბრალდებულის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენის ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ჩატარდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში