რუსეთი აგრესიის შეჩერებით არ არის დაინტერესებული - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 

22 ოქტომბერი 2022, 14:25 555 ნახვა

აშშ ვერ ხედავს ვერავითარ ნიშანს, რომ რუსეთი აგრესიის შეჩერებით არის დაინტერესებული - ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, შტატები რუსეთთან კონტაქტებს შეინარჩუნებს, თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პუტინს დიპლომატიური გზის არჩევა არ სურს.

ამას მოწმობს რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმები უკრაინის ელექტროსადგურებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე  ჯარისკაციების მობილიზება, რომლებსაც  ბლინკენი „საზარბაზნე ხორცს“ უწოდებს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში