როგორ მოხვდა ირანული დრონები უკრაინის ომში 

22 ოქტომბერი 2022, 11:53 698 ნახვა

გაერო-ს დრონების წარმოშობის გამოსაკვლევად მიმართა აშშ-მ გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ. აღნიშნული ქვეყნები გაერო-ს გამოძიების მიზნით გუნდის გაგზავნას სთხოვენ.

„ამ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ქალაქების წინააღმდეგ თავდასხმებში, რაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს იწვევს“, - აღნიშნულია წერილში.მსგავსი წერილი გააგზავნა შეერთებულმა შტატებმაც, სადაც ნათქვამია, რომ ირანული დრონები რუსეთში აგვისტოს ბოლოს შეიტანეს.

სახელმწიფოები აცხადებენ, რომ თუ თავდასხმებში ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება, ეს გაერო-ს რეზოლუციის დარღვევაა, რომელიც ზღუდავს გარკვეული იარაღის ირანისთვის გადაცემას ან ირანიდან გატანას.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დრონები რუსულია და ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება სერიოზულად იმოქმედებს რუსეთსა და გაერო-ს ურთიერთობებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში