პუტინის ომმა კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე იმსხვერპლა

22 ოქტომბერი 2022, 14:01 650 ნახვა

მხოლოდ  ბოლო დღე-ღამეში რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი კიდევ ორი  ქართველი მებრძოლი.  პუტინის ომს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლუჰანსკში დაიღუპა მიხეილ ყაფლანიშვილი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი კი  რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მახლობლად მოკლეს. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

ქართველი მებრძოლის მიხეილ ყაფლანიშვილის ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ბოლო კომუნიკაცია ორი დღის წინ ჰქონდათ,  და რომ მაშინ ყაფლანიშვილმა ოჯახს უთხრა, რომ    კიევიდან   რთულ ადგილას უნდა გადასულიყო , რის გამოც  ინტერნეტთან წვდომა არ ექნებოდა.  

ნაცნობების ინფორმაციით, ალექსანდრე მარტიაშვილი ბოლო წლების განმავლობაში გერმანიაში ემიგრაციაში იყო, ომის დაწყების  პირველივე კვირაში კი  უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა. ორივე გარდაცვლილს დღეს კიევში გადაასვენებენ, რის შემდეგაც საქართველოში გადმოსვენების პროცედურები დაიწყება.  

უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში