ვინ შეიძლება შეცვალოს ლიზ ტრასი?

22 ოქტომბერი 2022, 17:00 661 ნახვა

დიდი ბრიტანეთი ახალი პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია. ლიზ ტრასმა თანამდებობა 20 ოქტომბერს დატოვა, წელს კი გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრს მეორედ აირჩევენ. პარტია 6 კანდიდატს განიხილავს, მათგან 3-ს კი აქტიურად.

კანდიდატებს შორისაა თემთა პალატის ლიდერი პენი მორდონტი, რომელმაც თავისი კანდიდატურა ოფიციალურად პირველმა გამოაცხადა. ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც წინა არჩევნებში ლიზ ტრასის მეტოქე იყო, თუმცა მასთან 21 000 ხმით დამარცხდა.

გარდა ამისა, ბრიტანული მედის ცნობით, შესაძლოა კენჭი კვლავ იყაროს ბორის ჯონსონმაც, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა.

BBC წერს, რომ ჯონსონს ჯერ კიდევ ჰყავს მოკავშირეები როგორც პარლამენტში, ისე პარტიაში.

პრემიერ-მინისტრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსი 28 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში